|
2021-01-30 23:25:48, 718 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე- ჩვენი სურვილია, პარლამენტი იყო ზუსტად ისეთი სახით წარმოდგენილი, როგორც ის საზოგადოებამ აირჩია - კარი ჯერ კიდევ ღიაა
„ჩვენი სურვილია, პარლამენტი იყო ზუსტად ისეთი სახით წარმოდგენილი, როგორც ის საზოგადოებამ აირჩია - კარი ჯერ კიდევ ღიაა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტვ „იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, უკვე სამი თვე გავიდა, ჩატარდა მოლაპარაკებების არაერთი რაუნდი და ყველას ჰქონდა საშუალება, რომ საკუთარი პოზიცია ჩამოეყალიბებინა. თუ ეს შეძლო ორმა პარტიამ, სხვა პარტიებსაც შეუძლიათ იგივე. „როცა „გირჩი" ითხოვს კიდევ გვაცალეთ და დაგველოდეთ, მეორეს მხრივ ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი ერთი თვეა გვამუნათებს და ატყუებს საზოგადოებას, რომ პარლამენტი კანონს არღვევს და ჩვენი განცხადებები სასწრაფოდ განიხილონო. კანონის და ვადების სრული დაცვით, ამ საკითხის განხილვა 2 ტებერვალს შედგება, საკითხი არ გადაიდება და ჩვენ გადაწყვეტილებას დემოკრატიის, ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების საუკეთესო ინტერესებში მივიღებთ", - გნაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისი განმარტებით ოპოზიცია ამბობდა, თითქოს არჩევნები გაყალბდა, რაზეც მმართველი გუნდის პასუხი იყო, რომ ერთად შეგვემოწმებინა მათი პრეტენზიები. „შევქმნათ საგამოძიებო კომისია, გადავთვალოთ შედეგები, დავადაროთ პარალელური დათვლის შედეგებს. რომელიმე შეთავაზებაზე იყო დადებითი პასუხი?! ეს ნიშნავს, რომ ბრალდებაც იყო უსაფუძვლო და მოგონილი იმისთვის, რომ არჩევნების შედეგების მიმართ უნდობლობა გაეღვივებინათ საზოგადოებაში", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)