05:05 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-30 18:51:22, 621 ნახვა

პოლიტიკა
იაგო ხვიჩია - პირობას ვდებ, რომ პარლამენტში 113 დეპუტატი იქნება

„მე პირობას ვდებ, რომ პარლამენტში 113 დეპუტატი იქნება“, - ამის შესახებ „გირჩის” თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც ხვიჩიამ განაცხადა, 2 თებერვლამდე გამორიცხულია, რომ ის პარლამენტში შევიდეს.

„ჩვენი ამოცანა არის ის, რომ მთელი ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში, ახლა ჩვენ სწორედ ამაზე ვმუშაობთ. მე როდესაც შევხვდი ბატონ მდინარაძეს მას ვთხოვე, რომ ჩააგდონ ოპოზიციაში განცხადებების განხილვა, რადგანაც დისკუსიები იმაზე თუ რა ხდებოდა მოლაპარაკების მაგიდასთან, რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ. შესაბამისად, ჯერ ცოტა დროა იმისათვის, რომ საზოგადოებამ მთელი ამ პროცესიდან სწორი დასკვნები გამოიტანოს. მე პირობას ვდებ, რომ პარლამენტში 113 დეპუტატი იქნება“, - განაცხადა ხვიჩიამ „რუსთავი 2“-თან.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics