21:50 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-29 13:03:47, 573 ნახვა

კომენტარი
ეკონომიკის მინისტრი - არ უნდა იყოს გადაჭარბებული მოლოდინი, რომ 1-ელი თებერვლიდან მასიურად ტურისტები ჩამოვლენ

არ უნდა იყოს გადაჭარბებული მოლოდინი, რომ 1-ელი თებერვლიდან ჩვენთან მასიურად ტურისტი ჩამოვა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, არის იმედი, მაგრამ არა გარანტია, რომ საქართველოში სამოგზაუროდ ტურისტები ძირითადად გვიან გაზაფხულზე შემოვლენ.

„პირველ რიგში, ჩვენ ვსაუბრობთ ამ ეტაპზე, არა საყოველთაო გახსნაზე, რამედ მხოლოდ საჰაერო გზით შემოსულ ვიზიტორებზე და მათთან მიმართებაში გარკვეულ ცვლილებებზე. არ უნდა იყოს გადაჭარბებული მოლოდინი, რომ 1-ელი თებერვლიდან მასიურად ჩვენთან ტურისტი ჩამოვა, ამის საშუალებას არც გლობალური სიტუაცია არ იძლევა, იმიტომ რომ არის პანდემია და ადამიანები ერიდებიან მგზავრობას,აქ საუბარია პირველ ეტაპობრივ ნაბიჯ-ნაბიჯ სიარულზე,  პირველ ვიზიტორებზე, ვინც შემოვა არა 1-ელი თებერვლიდან, რადგან ტურისტულ ინდუსტრიასაც დრო დასჭირდება, არამედ უფრო გვიანი გაზაფხული იქნება, როცა რეალურ შედეგებს ვიგრძნობთ, თუკი მაგ დროისთვის ყველამ შევასრულეთ ეპიდემიოლოგების რჩევები, მე იმედი მაქვს რომ არა მხოლოდ აჭარაში, არამედ დანარჩენ საქართველოშიც იმუშავებენ. ამის იმედი მაქვს, თუმცა ამის გარანტია არავის აქვს, რადგან მოულოდნელობით ხასიათდება ბრძოლა და პანდემიის დაძლევა ჯერ არ მიღწეულა“, - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics