|
2015-10-03 13:54:40, 604 ნახვა
საზოგადოება
პროფკავშირების გაერთიანების წევრები პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავენ
პროფკავშირების გაერთიანების წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. აქცია ვარდების მოედანზე დაიწყო, შემდეგ კი, აქციის მონაწილეებმა მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები შრომის ანაზღაურების მინიმუმის გაზრდას ითხოვენ. როგორც აქციის ორგანიზატორი, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, შრომის ინსპექცია მხოლოდ ქაღალდზე არ უნდა იყოს დაწერილი. „დღეს უამრავ საწარმოში შრომის ღირსეული პირობები ნამდვილად არ გახლავთ. კატასტროფაა კაზრეთში და ზესტაფონში. დამოკიდებულება არაადექვატურია მასწავლებლებთან მიმართებაშიც. ამ ყველაფერს სჭირდება ჩვენი მობილიზება და თქმა იმისა, რომ შრომა იყოს ღირსეული. მხოლოდ ქაღალდზე არ უნდა იყო შრომის ინსპექცია დაწერილი და დასავლეთს თვალებში ნაცარს არ უნდა ვაყრიდეთ“, - განაცხადა პეტრიაშვიმლა. ამასთან, იგი მინიმალური ხელფასის გაზრდის მოთხოვნითაც გამოვიდა. მისი თქმით, სახელმწიფო სახელფასო პოლიტიკის პირობებში ქვეყანაში უმუშევრობის შემწეობის სისტემა არ არსებობს. „სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა შემწეობა ოფიციალურ საარსებო მინიმუმზე ნაკლებია, ხოლო პენსია, მხოლოდ მიმდინარე თვეში გაუტოლდება საარსებო მინიმუმს“, - აღნიშნა პეტრიაშვილმა. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)