03:47 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-27 18:30:21, 875 ნახვა

პოლიტიკა
ისეთ მასალებს დაგიდებთ, რომ „ქვას გახეთქავს“ - მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის მთავრობას კორონავირუსთან საბრძოლველად არსებული თანხის მოპარვაში ადანაშაულებს.

როგორც სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, უახლოეს პერიოდში აპირებს გამოაქვეყნოს მასალები, თუ როგორ იპარავს მთავრობა კორონავირუსთან საბრძოლველ ფულს.

„კარგად ვიცი, არის ძალიან დიდი კორუფციული ხვრელი. 10 მილიარდი ლარი პრაქტიკულად განიავებული და მოპარულია. უახლოეს პერიოდში ვაპირებ, რომ დაგიდოთ ყველა მასალები, თუ როგორ იპარავთ კონკრეტული სახელებით, გვარებით და გადარიცხვებით კორონასთან საბრძოლველ ფულს. როგორ აკეთებთ ფულს თქვენი მოქალაქეების სიკვდილზე, დახეიბრებაზე, ტანჯვაზე და თქვენ პოლიტიკურ დივიდენდებზე. სანამ არის კორონა, იმედი გაქვთ, რომ ხალხი ქუჩაში არ გამოვა და არ მოგთხოვთ პასუხს ყველა დანაშაულზე, მათ შორის არჩევნების მოპარვაზე. ისეთ მასალებს დაგიდებთ, რომ ქვას გახეთქავს. ნამდვილად არ ვაპირებ, რომ ეს შეგარჩინოთ. მიმართეთ მალტას და დროზე უშველეთ ხალხს. ეს არ არის მეათეხარისხოვანი ჩინური ვაქცინა, ეს არის უმაღლესი კლასის ამერიკული ვაქცინა, რომელიც შემოიტანა ევროკავშირმა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics