|
2021-01-27 16:26:26, 734 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრის მოადგილე შშმ პირთა უფლებების შესახებ კომიტეტის სხდომას დაესწრო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მონიტორინგის მიზნით გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრის მოადგილემ, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით განხორციელებული აქტივობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. ნინო ცაციაშვილმა კანონის აღსრულების მიზნით სამინისტროში შესაბამისი სამომავლო აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაზე სრული მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან თანამშრომლობის გზით. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი 2021 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, დისკრიმინაციის გარეშე, ცხოვრების ყველა სფეროში მათი სრულყოფილი მონაწილეობის ხელმისაწვდომობის ძირითად პრინციპებსა და მექანიზმებს.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)