22:51 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-25 20:23:38, 676 ნახვა

კომენტარი
თინა ბოკუჩავა - ნიკა მელიას მხრიდან მუქარის შემცველი კომუნიკაცია წარმოუდგენლად მიმაჩნია

„ნიკა მელიას მხრიდან მუქარის შემცველი კომუნიკაცია წარმოუდგენლად მიმაჩნია“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია პოლიტიკური ჭორაობის სფეროში არ უნდა გადავიდეს.

„წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ პირდაპირ გეუბნებით, რაიმე ტიპის მუქარის შემცველი კომუნიკაცია ყოფილიყო ნიკა მელიას მხრიდან, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თუ არსებობს კითხვები ამასთან დაკავშირებით, თავად ნიკა მელიასაც ექნება იმის საშუალება, რომ ამ კითხვებს გასცეს პასუხი.

თუ სერიოზულად ამბობს ამას იაგო ხვიჩია, მაშინ ასეთ სერიოზულ ბრალდებას, ბუნებრივია, რაღაც დასაბუთებაც სჭირდება.

პოლიტიკური ჭორაობის სფეროში ნამდვილად, ჩემი აზრით, არ უნდა გადავიდეს ოპოზიცია“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ნიკა მელიასთან სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა - ხვიჩია ვარაუდობს, რომ მელია მას დაემუქრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics