02:41 - 28 Jul, 2026
|
2021-01-25 17:33:44, 626 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 27 იანვარს გაიმართება
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 27 იანვარს გაიმართება. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. „ბიუროზე განხილული საკითხებიდან გამომდინარე, პარლამენტის სახელით მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომ კონსტიტუციის 44-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად მოვიწვიოთ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესია 27 იანვრის 12:00 საათიდან. ჩვენ დაგვჭირდება სულ მცირე ორი სამუშაო დღე, იმ საკითხების დასასრულებლად რაზეც ვისაუბრეთ. 27 იანვარს 11:30 საათზე გვექნება ბიუროს სხდომა, ხოლო 12:00 საათზე უკვე დავიწყებთ პლენარულ სხდომას. ამასთან დაკავშირებით მივმართავ პრეზიდენტს წერილობით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)