|
2015-10-02 16:35:26, 1933 ნახვა
რეგიონი
არჩილ ხაბაძემ ქობულეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოები მოინახულა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოები მოინახულა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდაპირველად მთავრობის თავმჯდომარე ჯავახიშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ტროტუარების დეკორატიული ფილებით მოპირკეთების სამუშაოებს გაეცნო. კეთილეწყობა ქუჩა, რომელიც არასოდეს ყოფილა მოწესრიგებული. პროექტის ფარგლებში ჯავახიშვილის ქუჩის I, II, III შესახვევსა და რუსთაველის ქუჩის I შესახვევში გზის სავალ ნაწილზე იგება დეკორატიული ფილები, ეწყობა სანიაღვრე სისტემები, რეაბილიტაცია უტარდება ტროტუარებსა და ბორდიურებს. უბნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ეფექტი“ აწარმოებს, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 000 000 ლარი გამოიყო. მიმდინარე წელს ჯავახიშვილის უბანში წყლისა და კანალიზაციის სისტემებიც მოეწო, რისთვისაც 735 998 ლარი დაიხარჯა. ჯავახიშვილის უბნის კეთილმოწყობითი სამუშაოების დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება. დღესვე ქობულეთის გამგებელთან, გამგეობისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად თავმჯდომარემ გელაურის დასახლების საკანალიზაციო სისტემის მოწყობითი სამუშაოებიც დაათვალიერა. ინფრასტრუქტურული ღონისძიება საკანალიზაციო სისტემის ცენტრალური მაგისტრალისა და შიდა ქსელის მოწყობა პირველად ხორციელდება. სამუშაოებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 1 296 669 ლარია გამოყოფილი. გელაურის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის არ არსებობის პრობლემა ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით მწვავდებოდა. ამასთან, აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, აქტიურად მიმდინარეობს ქობულეთის სანაპიროზე სტიქიის შედეგად დაზიანებული ჯებირის აღდგენითი სამუშაოები. „ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში ჯებირის 50 მეტრიან მონაკვეთზე ჩამოისხმება რკინა-ბეტონის კონსტრუქცია, რომელზეც დამონტაჟდება პარაპეტი, ასევე ფილებით მოეწყობა სანაპირო ზოლის სავალი ნაწილი. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 565 ათასი ლარია გათვალისწინებული. ჯებირის აღნიშნული მონაკვეთი ბოლო ორი წლის განმავლობაში შტორმის შედეგად რამდენჯერმე დაზიანდა. ტურისტული სეზონის დაწყებამდე მისი დროებითი რეაბილიტაცია მოხერხდა. ჯებირის ხელმეორედ დაზიანების საფრთხის თავიდან აცილების მიზნით სპეციალისტების მიერ ტერიტორიის დეტალური შესწავლა მოხდა, რასაც დამატებითი დრო და რესურსი დასჭირდა. სამუშაოებს კონკურსის წესით შერჩეული კომპანია „შარაგზამშენ პირველი“ აწარმოებს. პროექტის დასრულება ოქტომბრის ბოლოსთვის იგეგმება“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)