01:19 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-21 15:21:38, 836 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი - სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წელს რუსეთმა ქართველების ეთნიკური წმენდა განახორციელა

იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქოფანიძემ განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს დადგენილებით, 2008 წლის ომის დროს რუსეთმა ქართველების ეთნიკური წმენდა განახორციელა.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

„საქართველომ გაიმარჯვა 12 წლიან სახელმწიფოთაშორისო დავაში საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ“. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დადგინდა, რომ რუსეთმა 2008 წლის ომის პერიოდში განახორციელა და დაარღვია კონვენციის არაერთი მუხლი. ეს გადაწყვეტილება მიიღო 17 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ, რომელიც არ საჩივრდება და დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებდა ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონზე კონტროლს და მას შეერაცხება პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის უფლების დარღვევისათვის.

სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონები ეს არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამასთან ერთად, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics