|
2015-10-02 12:10:24, 985 ნახვა
სამხედრო
ანა დოლიძე გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ესტუმრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ესტუმრა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ კადეტთა ლიცეუმის პედაგოგებთან სასწავლო პროგრამის, ლიცეუმის სამომავლო გეგმებისა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა. უწყების ინფორმაციით, პედაგოგებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ანა დოლიძე კადეტებს შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კადეტები თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებითა და საგანმანათლებლო საკითხებით დაინტერესდნენ. „განათლებული ახალგაზრდობა არის ერთ-ერთი მთავარი რესურსი საქართველოს განსავითარებლად - ჩვენი მომავალის მთავარი დასაყრდენი. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ახალი პედაგოგიური მეთოდების დანერგვა, პედაგოგების მოსაზრებების მოსმენა, ახალგაზრდებისთვის იმის ახსნა, რომ ჩვენ რეალურად დღეს გვაქვს საშუალება, მივცეთ მათ საუკეთესო ცოდნა და განათლება, რომ ჩამოყალიბდნენ მაღალი უნარების მქონე სამხედროებად. სწორედ, ამ მიზნით ჩამოვედი აქ. ეს შეხვედრა არის იმ დიალოგის ნაწილი, რომელიც მუდმივად მიმდინარეობს ჩვენ საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულ პირებსა და სამინისტროს ხელმძღვანელობას შორის“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)