2021-01-17 15:28:39, 920 ნახვა
მსოფლიო
FBI - ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს აშშ-ს 50-ვე შტატში ძალადობრივი საპროტესტო აქციებია მოსალოდნელი
ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს აშშ-ს 50-ვე შტატში ძალადობრივი საპროტესტო აქციებია მოსალოდნელი, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC, FBI-ს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
FBI-ს განცხადების თანახმად, დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა მხრიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ვარაუდობენ.
20 იანვარს, ინაუგურაციის დაწყებამდე, ვაშინგტონის ქუჩების უმეტესობა დაიკეტება. დედაქალაქს უკვე აკონტროლებენ ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები.
კაპიტოლიუმის შენობიდან ახლოს რამდენიმე ქუჩა ბეტონის ბარიერებით და ლითონის ღობეებითაა გადაკეტილი.
ასევე, ნაციონალური მოლი, რომელიც, როგორც წესი, ათასობით ადამიანითაა ინაუგურაციის დღეს სავსე, საიდუმლო სამსახურის თხოვნით დახურეს.
ადგილობრივი მმართველობა საზოგადოებას ინაუგურაციის დისტანციური ნახვისკენ მოუწოდებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,