|
2021-01-15 12:38:47, 810 ნახვა
სამართალი
გიორგი გელხაურის განცხადებით, ბრალდებას არ აქვს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, თუ როგორ აღმოჩნდა შაქარაშვილი წყალში
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ზ.ხ.-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, ბრალდების მხარეს აღნიშნულ საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ მოეპოვება, რომელიც დაადასტურებს, თუ როგორ აღმოჩნდა შაქარაშვილი წყალში. როგორც მან აღნიშნა, დაცვის მხარეს ბრალდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს. „ვინ მიაყენა დაზიანებები გიორგი შაქარაშვილს და როგორ აღმოჩნდა წყალში, ამაზე ექსპერტები ვერ გვესაუბრებიან. გამომდინარე იქიდან, რომ ამ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებს რა მდგომარეობაში და რა ვითარებაში მიიღო გიორგი შაქარაშვილმა დაზიანებები და წყალში როგორ აღმოჩნდა, დაცვის მხარეს გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ დადგება გამამართლებელი განაჩენი“, - განაცხადა გიორგი გელხაურმა. შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ზ.ხ. და ა.ქ. არიან.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)