|
2021-01-13 12:20:43, 1026 ნახვა
კომენტარი
ჯანდაცვის მინისტრი - ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი სკოლების გახსნის საკითხის განხილვის საშუალებას არ გვაძლევს
„დღევანდელი ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ იმაზე საუბარი, როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. როგორც ტიკარაძე აღნიშნავს, როგორც კი სკოლების გახსნის საშუალება იქნება, უსაფრთხოების საკითხი უზრუნველყოფილი იქნება. „რაც შეეხება სკოლებს და ბაღებს, ეს ნამდვილად გახლავთ ჩვენი პრიორიტეტი. რადგან ხშირად ვსაუბრობთ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების სწორ გარემოში აღზრდა. ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან. მაგრამ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რომ პირველი არის ბავშვების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება, აქედან გამომდინარე ფრთხილად ვეკიდებით ამ საკითხს. დღევანდელი ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ იმაზე საუბარი, როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები, როგორც კი ამის საშუალება იქნება,ყველა პირობა უზრუნველყოფილი იქნება“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)