14:17 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-12 15:54:18, 643 ნახვა

კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე - ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, თუ როგორ ტოვებს ძლიერი ლიდერი ხელისუფლებას

„ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ აჩვენა ქართველ ხალხს და მსოფლიოს, თუ როგორ ტოვებს ძლიერი ლიდერი ხელისუფლებას“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ  განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილი ქველმოქმედება პოლიტიკაში მოსვლამდე და პოლიტიკიდან წასვლის შემდეგაც უპრეცედენტოა.

 „მან თავისი მმართველობის პერიოდში გაატარა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა ქვეყანაში. მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, მედიათავისუფლება, ასევე სასამართლო რეფორმა, რომელიც უპრეცედენტოა და რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები, რომლებიც ასოცირებული იქნება მის სახელთან. მისი ქველმოქმედება იყო უპრეცედენტო პოლიტიკაში მოსვლამდე, ასევე პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მისი გადადგმული ნაბიჯი არის უპრეცედენტო. ყველა ის პროექტი, რომელიც დღემდე განხორციელებულა ბიძინა ივანიშვილის სახელით და განხორციელდება „ქართუ ფონდის“ სახელით, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენი ქართველი ერისთვის“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: საპატრულოს დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
უკრაინამ თათარსტანსა და სამარის რეგიონში მსხვილ ნავთობქიმიურ ქარხნებს შეუტია
ბოჭორიშვილი სავიზო დიალოგზე: პოზიციები გავცვალეთ, ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics