|
2021-01-12 14:01:25, 817 ნახვა
პოლიტიკა
„ამნისტიის შესახებ“ კანონი ძალაში შევიდა
„ამნისტიის შესახებ“ კანონი დღეიდან ძალაში შევიდა და პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებას უახლოესი 1 თვის განმავლობაში დატოვებენ. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, ამნისტია შეეხება 1 500-ზე მეტ მოქალაქეს, რომელიც ამჟამად საპატიმროში იმყოფება. „დანაშაულების იმ მაწილზე, რომელსაც ნაკლებად აქვს წინაპირობები და პირდაპირ ითვალისწინებს პირთა გათავისუფლებას სასჯელისგან, ასეთ შემთხვევაში ეს მხოლოდ უწყებების აღსასრულებელი საქმეა. იმ დათქმების შემთხვევაში, რომელიც გულისხმობს ზიანის ანაზღაურებას ან დაზარალებულის თანხმობის წარმოდგენას, ამისთვის განსაზღვრულია შედარებით ხანგრძლივი პერიოდი და ეს უკვე უშუალოდ მსჯავრდებულ პირებზე იქნება დამოკიდებული, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა, ამ გაზრდილი ვადის, 6-თვიანი ვადის განმავლობაში წარუდგინონ შესაბამის უწყებებს ასეთი ინფორმაცია და მოიპოვონ ის შეღავათი, რომელიც მათ კანონის საფუძველზე აქვთ მინიჭებული სარჯველაძის განცხადებით, საკმაოდ ფართოა წრე ადამიანებისა, რომლებსაც „ამნისტიის შესახებ“ კანონი ადგენს. ამნისტია შეეხება 1 500-ზე მეტ მოქალაქეს, რომელიც საპატიმროში იმყოფება. ასევე, დაახლოებით ექვსი ათასზე მეტ პრობაციონერს და ოთხი ათას ისეთ პირს, რომელსაც 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე დაკისრებული ჰქონდა სისხლის სამართლის განაჩენით ჯარიმები.“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)