11:49 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-01 17:45:51, 1068 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო თავდასხმისგან ექიმების დაცვის მიზნით შსს–თან თანამშრომლობს

ჯანდაცვის სამინისტრო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებზე საზოგადოების თავდასხმისგან დაცვის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ  განუცხადა.

„ის დამოკიდებულება, რაც საბედნიეროდ საზოგადოების მცირე ნაწილში არის ექიმების და განსაკუთრებით სასწრაფო დახმარების ექიმების მიმართ, აბსოლუტურად მიუღებელია და არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. ადამიანები, რომლებიც მიიჩქარიან, რომ ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინონ, ხდებიან თავდასხმის მსხვერპლნი. ჩვენ შარშან ამის შესახებ საკმაოდ ინტენსიური მსჯელობა გვქონდა, როდესაც ერთ–ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა. ჩვენ შსს–სთან ვთანამშრომლობთ და ვფიქრობთ ეფექტურ მოდელს მალე დავასრულებთ, რომელიც ჩემს კოლეგებს ასეთი აბსოლუტურად მიუღებელი, ასოციალური საქციელისგან დაიცავს“, – აღნიშნა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, ბოლო დროს სასწრაფო– სამედიცინო დახმარების ექიმებზე თავდასხმის რამდენიმე ფაქტი განხორციელდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეხანძრე-მაშველებმა 2 ივნისის ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
პაპუაშვილი - ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის პრინციპს
ორი კვირის შემდეგ მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
ირანულმა გემებმა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ზონაში გადასვლა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics