|
2021-01-11 14:32:11, 643 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილს მოუწევს წასვლა, მაგრამ ისე არა, რომ ფორმალურად „შნირებს“ გადააბაროს ხელისუფლება
საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს მოუწევს წასვლა, ოღონდ არა ისე, რომ ფორმალურად თავის „შნირებს“ გადააბაროს ხელისუფლება. სააკაშვილს აინტერესებს, რამდენჯერ უნდა ჩათვალოს ამ „მართლაც ბრიყვმა“ (ბიძინა ივანიშვილმა) საქართველოს მოსახლეობა სულელად. „გავეცანი ივანიშვილი ე.წ წასვლის შესახებ განცხადებას. რამდენჯერ უნდა ჩათვალოს ამ მართლაც ბრიყვმა საქართველოს მოსახლეობა სულელად. რამდენჯერ უნდა ჩათვალოს, რომ საქართველოს არ ჰყავს საზოგადოება და არ გააჩნია შეფასების უნარი. რამდენჯერ უნდა დაგვცინოს. ყველაზე მეტად აღმაშფოთა იმ რეალობამ, რომ თურმე სიღარიბე არის ობიექტური რელობა საქართველოში, რომელსაც უნდა შევეგუოთ. სიღარიბე არის პირდაპირი შედეგი იმისა, რომ მას საქართველოს მოსახლეობას 5 მილიარდი ამოაცალა ჯიბეებიდან ბოლო 8 წლის განმვალობაში. სიღარიბე არის იმის მიზეზი, რომ მან ქვეყანა დააპაუზა. მას მოუწევს წასვლა, ოღონდ წასვლა ისე კი არა, რომ ფორმალურად ჩემს „შნირებს“ გადავაბარე ხელისუფლება. ყველამ იცის, რომ ის მართავს პროკურორებს, პოლიციელებს, მოსამართლეებს სუს-ის მეშვეობით, რომლებსაც ყოველთვიურად უხდის ხელფასს“, - განაცხადა სააკაშვილმა ვიდეომიმართვისას.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)