|
2021-01-10 14:15:20, 1027 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება, - ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, მაიკ პენსი გეგმავდა ინაუგურაციაზე დასწრებას, თუმცა გარკვეული სახის მოწვევას ელოდებოდა. CNN წერს, რომ დონალდ ტრამპის მხრიდან მაიკ პენსი საკმაოდ დიდ ზეწოლას განიცდიდა, რადგან აშშ-ს პრეზიდენტი მას სხდომაზე ხმების დათვლის საზეიმო პროცესის შეჩერებას სთხოვდა. მაიკ პენსმა ტრამპის მოთხოვნა არ გაითვალისწინა და უხელმძღვანელა საარჩევნო კოლეგიის სხდომას, რომელმაც საბოლოო შედეგები დაითვალა და ბაიდენის პრეზიდენტად არჩევა ოფიციალურად დაამტკიცა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საარჩევნო ხმების დათვლის პროცესის პარალელურად კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მომხრეები შეიჭრნენ და იქ მყოფ პოლიტიკოსებს შენობის დატოვება მოუწიათ. სხდომა რამდენიმე საათით გადაიდო, თუმცა შემდეგ ისევ ჩვეულ რეჟიმში განახლდა. ჯო ბაიდენის განაცხადებით, მაიკ პენსის ინაუგურაციაზე დასწრება მისასალმებელი ფაქტია. „ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მშვიდობიანად წარიმართოს ადმინისტრაციული ცვლილებები, მოხარული ვარ, რომ მაიკ პენსი ჩვენს გვერდითაა და ერთად აუცილებლად გავაგრძელებთ წინსვლას“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)