22:56 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-06 10:24:11, 533 ნახვა

მსოფლიო
WHO-ს გუნდი, რომელსაც ჩინეთში კორონავირუსის წარმოშობა უნდა შეესწავლათ, ქვეყანაში არ შეუშვეს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ჩინეთმა ქვეყანაში დაბლოკა იმ გუნდის შესვლა, რომელიც იკვლევს კორონავირუსის წარმოშობას.

ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

როგორც ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, თედროს გებრეისუსმა თქვა, გაეროს გუნდის ორმა მეცნიერს უთხრეს, რომ ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა ქვეყანაში შესვლის საჭირო ნებართვები არ დაადასტურეს.

გამოცემა იუწყება, რომ ჩინეთთან ქვეყანაში შევლაზე წინასწარ იყვნენ შეთანხმებული.

„მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ ამ ამბით“, - თქვა ტედროსმა სამშაბათს ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე. „მე კონტაქტი მქონდა ჩინეთის მაღალჩინოსნებთან და კიდევ ერთხელ განვმარტე, რომ მისია პრიორიტეტია ჯანმოსა და საერთაშორისო გუნდისთვის“.

თედროსმა აღნიშნა, რომ WHO „სურდა მისია რაც შეიძლება მალე დაიწყოს“ და რომ მას გარანტიები მისცეს, რომ პეკინი აჩქარებს შიდა პროცედურას „რაც შეიძლება ადრეულ შესვლასთან დაკავშირებით“.

ჯანმო-ს ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ რაიანმა განაცხადა, რომ ვიზების პრობლემა შეიქმნა და გუნდის ერთი წევრი უკვე დაბრუნდა სახლში.

ჯანმოს ოფიციალური პირები დიდი ხანია აწარმოებენ მოლაპარაკებებს პეკინთან, რომ გლობალური მეცნიერების გუნდმა შეძლოს წვდომა საკვანძო საიტებზე, რომ გამოიკვლიონ ვირუსის წარმოშობა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics