11:28 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-31 15:05:50, 1485 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს შრომის კოდექსითა და საქართველოს მთავრობის N698 დადგენილების თანახმად, 1 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდში არ იმუშავებს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები. გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია გაითვალისწინოთ სერვისებით (მ.შ. ელექტრონული) სარგებლობისას.

აქვე გაცნობებთ, რომ ვინაიდან, საქართველოს შრომის კოდექსითა და საქართველოს მთავრობის N698 დადგენილების თანახმად, 2021 წლის 1 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდი ემთხვევა უქმე დღეებს, საგადასახადო დეკლარაციების / გაანგარიშებების წარდგენის სავადო თარიღია 2021 წლის 18 იანვარი  (ნაცვლად 2021 წლის 15 იანვრისა).

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცხადებულ უქმე დღეებში (2021 წლის 3 იანვრიდან  6 იანვრის ჩათვლით  და 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით ) გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე, გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო  საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ. ამასთან, გაცნობებთ, რომ სამუშაო დროს გაწეული მომსახურებისთვის, საქართველოს მთავრობის N96 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაორმაგება არ მოხდება.

აღნიშნული ობიექტები სრულად არის აღჭურვილი სადეზინფექციო ხსნარებით, დეზობარიერებითა და თერმოსკრინინგის აპარატებით, ხოლო ოპერატორები მოქალაქეთა მომსახურებას დამცავი ნიღბებითა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით ახორციელებენ.

2021 წლის 4, 5, 6, 8, 11 – 15 იანვარს, ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, 09:00 საათიდან -18:00 საათამდე:

  • სატელეფონო ცენტრის ნომერზე: 2 299 299
  • RS ჩათის მეშვეობით
  • ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@rs.ge  




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics