|
2020-12-31 11:13:40, 818 ნახვა
სამართალი
გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახური უქმე დღეებშიც ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს
საქართველოში, 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით, გამოცხადებულია უქმე დღეები. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები, ქვეყნის მასშტაბით, ინსპექტირებას მხოლოდ კრიტიკულად მნიშვნელოვანი შემთხვევების დროს განახორციელებენ. გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახური კი, უქმეების მიუხედავად, შეუზღუდავად იმუშავებს - დეპარტამენტის თანამშრომლები, სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ შეტყობინებებზე დაუყოვნებლივ მოახდენენ რეაგირებას. ასევე, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ პატრულირების ეკიპაჟები, რომლებიც გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან პატრულირებას განახორციელებენ.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)