|
2020-12-29 23:51:02, 927 ნახვა
კომენტარი
ნიკა მელია აცხადებს, რომ „ენმ“ პოლიტიკურ პროფილაქტიკაში რემონტზე იმყოფება
ნიკა მელია აცხადებს, რომ „ენმ“ პოლიტიკურ პროფილაქტიკაში რემონტზე იმყოფება. ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა. „როდესაც ჩვენ ყველანი ვებრძვით არაფორმალურ მმართველობას და მმართველს, ივანიშვილის სახით, ის ბრალდებოდა ნაციონალურ მოძრაობას და მიხეილ სააკაშვილს, რაც იყო ნამდვილად, იმიტომ, რომ შესაძლებელია, ადგილზე ვიყავით პასიურები. ნაკლოვანებები იყო მმართველობაში, ბუნებრივია, მეტი აქტიურობა უნდა ყოფილიყო სხვადასხვა დონეზე, არ მინდა დეტალებში ჩავიდე, მაგრამ დაუმსახურებელი კრიტიკა და შთაბეჭდილებები იქმნებოდა. ნაციონალური მოძრაობა ახლა შესულია პოლიტიკურ პროფილაქტიკაში რემონტზე, შეიძლება ასე ითქვას, და მაქსიმუმ იანვრის ბოლოს გამოვა იქიდან დაბერილი საბურავებით, შესწორებული ყველა ნაწილით, რომელიც იყო ავარიული, მწყობრში მოყვანილი პოლიტიკური მანქანა დადგება მთავარ პოლიტიკურ მაგისტრალზე“, - განაცხდა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)