|
2020-12-29 19:09:47, 864 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას ეშინია, რადგან იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა
„ოპოზიციას ეშინია, რადგან იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების გაყალბება ოპოზიციის პრაქტიკა იყო და ეს პრაქტიკა 2012 წლიდან დასრულდა. „ჩვენ რაც შევთავაზეთ ოპოზიციას, ყველაფერი არის საჯარო. ჩვენ შევთავაზეთ მათ შედეგების გადათვლა, გადამოწმება და კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ამ ყველაფერს, მათ შორის საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. თუ ისინი აღმოაჩენენ თუნდაც მიზერულ გადახრას, ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, დავნიშნოთ რიგგარეშე არჩევნები. თუმცა, მათ აქვთ ძალიან მოკრძალებული პოზიცია ამ წინადადებასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ეშინიათ. ეშინიათ იმის გამო, რომ რეალურად იციან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა საქართველოში. ისინი ვერ აღმოაჩენენ ვერც 1-პროცენტიან და ვერც 0.1-პროცენტიან გადახრას ქართული ოცნების სასარგებლოდ. არჩევნების გაყალბება იყო მათი პრაქტიკა და ეს პრაქტიკა 2012 წლიდან აღიკვეთა საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)