19:30 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-29 11:35:54, 582 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია - პოლიტიკური კრიზისი მოკლევადიანია, გაივლის დრო და არავის ემახსოვრება ვინ შევიდა ან არა პარლამენტში

 პოლიტიკური კრიზისი მოკლევადიანია, გაივლის დრო და არავის ემახსოვრება ვინ შევიდა ან არა პარლამენტში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.

მანვე დასძნა, რომ მისთვის ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური კრიზისი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკური კრიზისი.

„გულწრფელად გეტყვით, მერწმუნეთ, ადამიანურად მართლა ვთვლი, რომ ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური კრიზისი დღეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე მესმის, რომ პოლიტიკური კრიზისი ეს არის ასევე მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს ძალზედ მოკლევადიანი, მიმდინარე, ვერც დავარქმევ მე ამას კრიზის, პარლამენტი ფუნქციონირებს, მთავრობა ფუნქციონირებს, გამოხატვის თავისუფლების პრობლემა ქვეყანაში არ არის, დემოკრატიული პრცესი ვითარდება, შესაბამისად, დღეის მდგომარეობით ჩემთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიურ და ეკონომიკურ კრიზისთან გამოკლავებაა. მერწმუნეთ, გაივლის დროს, არავის არ ემახსოვრება ის, რასაც თქვენ ახლა პოლიტიკურ კრიზისს ეძახით, არავის ემახსოვრება ვინ შევიდა პარლამენტში და ვინ თქვა ამაზე უარი, ყველას ემახსოვრება, თუ როგორ გაუმკლავდა ქვეყანა ეპიდემიას და როგორ გაუმკლავდება ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისს. დღეის მდგომარეობით ეს ორი კრიტერიუმი დგას ზედა რიგებში და სხვა ყველაფერი, შემდეგ“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics