13:54 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-28 16:04:09, 434 ნახვა

საზოგადოება
მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N3 კორპუსის მიმდებარედ სკვერი მოეწყო

გლდანის რაიონში, მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N3 კორპუსის მიმდებარედ მცირე ზომის სკვერი მოეწყო.

აღნიშნულ მისამართზე მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდა შემოღობილი ტერიტორიის დემონტაჟი, დასუფთავდა და მცირე სკვერი გაკეთდა.

სამუშაოების შედეგად,  განთავსდა  ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, სკამები და ნაგვის ურნები.  ტერიტორია უსაფრთხოების მოაჯირებით შემოიღობა და  მოხდა მიწის შეტანა.  ამასთან,  მოეწყო  ბილიკები და  გრუნტის დამჭერი კედელი, რომელიც მოიხატა. 

სამუშაოები, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ექსი მეიდმა“ შეასრულა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 45 623 ლარი  დაიხარჯა.

2020 წელს რაიონში მცირე ზომის სკვერების მოწყობა ჯამში, 18 მისამართზე განხორციელდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა, დედაზე კი იძალადა
ოდესაში დაკავებულია პირი, რომელიც რუსულ რაკეტებსა და დრონებს სამიზნეებს უთითებდა
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
პაველ დუროვი: საქართველო მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად იქცევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics