|
2020-12-25 22:56:08, 770 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე ISFED-ზე - ვწუხვარ, რომ ასეთი შეცდომა მოხდა, თუმცა ეს ოპოზიციისთვის ერთადერთი არგუმენტი არ იყო
„ვწუხვარ, რომ ასეთი შეცდომა მოხდა, თუმცა ეს ოპოზიციისთვის ერთადერთი არგუმენტი არ იყო“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია საკუთარ პოზიციაში კვლავ მყარად დგას. „ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი შეცდომა მოხდა. „ისფედი“ რიგითი ორგანიზაცია არ არის, მაგრამ კარგია, რომ მათ თვითონ აღიარეს ეს შეცდომები. ყველაზე ცუდი ის არის, რომ გვიან გვაცნობეს ამ ცვლილების შესახებ და დღეს ამაზეც ისაუბრეს. რაც შეეხება „ისფედის“ პარალელურ დათვლას, ეს ერთ-ერთი არგუმენტი იყო და არა ერთადერთი ოპოზიციისთვის. ამიტომ ამაზე ვერ აიგება, რომ არგუმენტი არ გვაქვს და ა.შ. უკაცრავად, დაუბალანსებელი ოქმები, დაკარგული ბიულეტენები და ჩაყრილი ბიულეტენების საკითხი არსად არ გამქრალა და ეს ისევ დგას. ოპოზიცია ძალიან მყარია საკუთარ პოზიციაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)