|
2020-12-25 11:33:58, 633 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო: ODA-ს პროექტის ფარგლებში, სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიული სააგენტოს ინჟინერთა და ექპსერტთა ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში“ ოფიციალური განვითარების დახმარების (ODA)-ს პროექტის ფარგლებში სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიული სააგენტოს ინჟინერთა და ექსპერტთა ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილული იქნა 2021 წელს პროექტით დაგეგმილი აქტივობები. სპეციალისტებმა დაათვალიერეს საქართველოს ნავსადგურები და მოამზადეს ანალიზი საქართელოში საზღვაო კარტოგრაფიის განვითარებისთვის საჭირო მოთხოვნების შესახებ, რის შესაბამისად კორეის მხრიდან ეტაპობრივად განხორციელდება სპეციალური ჰიდროგრაფიული აღჭურვილობების საქართველოსთვის უსასყიდლოდ გადმოცემა. ამ ეტაპზე ჰიდროგრაფიულ სამსახურს კორეის მხარემ ჰიდროგრაფიული კვლევებისათვის საჭირო ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების ტექნიკა გადასცა. სამხრეთ კორეის ოფიციალური განვითარების (ODA -ს) მხარდაჭერის ფარგლებში (Official Development Assistance) ოთხწლიანი პროექტი ორ ქვეყანას შორის ჰიდროგრაფიული კვლევებისა და კარტოგრაფიის მიმართულებით თანამშრომლობას, კადრების გადამზადებას და ტექნიკურ მხარდაჭერას გულისხმობს. პროექტის საერთო ღირებულება 6 მილიონ დოლარამდე შეადგენს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)