|
2020-12-24 15:14:42, 600 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი - რთულია გაერთიანებულ პლატფორმაზე ვისაუბროთ ქვეყანასთან, ვისაც ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს
ძალიან რთულია გაერთიანებულ პლატფორმაზე ვისაუბროთ ქვეყანასთან, ვისაც აქვს ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავითა ზალკალიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის შექმნის შესახებ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო პირდაპირი დიალოგისა და მშვიდობის მომხრეა, მაგრამ ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში წითელი ხაზი გადის. „ის არამც და არამც არ იყო გამოხმაურება იმ ინიციატივაზე, რომელიც ჩვენი პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერდა. სანამ გაჟღერდებოდა მსგავსი ინიციატივა, საქართველოს პრეზიდენტს მანამდეც, არაერთხელ უთქვამს და ჩვენც გვითქვამს. შეგახსენებთ უშიშროების საბჭოს ბოლო შეხვედრას, როცა იქიდან გამოსული ყველა ერთხმად ავღნიშნავდით, რომ ჩვენ თბილისს ვთავაზობდით ჩვენს პარტნიორებს, მეზობლებს, აზერბაიჯანსა და სომხეთს პლატფორმად. იმისთვის, რომ მათ თბილისში ესაუბრათ იმ პრობლემებზე, რომელიც ორი ქვეყნის წინაშე არის. სწორედ ეს ჰქონდა მას მხედველობაში. საქართველო მუდმივად იყოს ავანგარდში სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებში. ეს იყო მისი იდეა. რა თქმა უნდა, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა აუცილებელია. ერდოღანის ინიციატივა თურქეთის გადმოსახედიდან ჩვენთვის გასაგებია, რომ თურქეთი სამხრეთ კავკასიაში დაინტერესებულია მშვიდობით და გრძელვადიანი მშვიდობით. ისინი ითვალისწინებენ ასევე ჩვენს ხედვას. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია გაერთიანებულ პლატფორმაზე ვისაუბროთ ქვეყანასთან, ვისაც აქვს ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული. არაერთხელ განგვიცხადებია, საქართველო არის მომხრე პირდაპირი დიალოგის, მშვიდობის, რომ რეგიონში დაისადგუროს გრძელვადიანმა მშვიდობამ, მაგრამ წითელი ხაზი გადის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის ომის მიმდინარეობისას, მხარეებს საქართველოს პრეზიდენტმა თბილისი მოლაპარაკების პლატფორმად შესთავაზა.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)