18:30 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-24 14:22:14, 836 ნახვა

პოლიტიკა
ნათია თურნავა - ჩემთვის გაუგებარია, თუ არ მუშაობ, რატომ გაქვს მოლოდინი, რომ ბიუჯეტი, ხალხის ფული დაგაფინანსებს

ჩემთვის გაუგებარია, თუ არ მუშაობ, რატომ გაქვს მოლოდინი, რომ ბიუჯეტი, ხალხის ფული დაგაფინანსებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ნათია თურნავა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქუჩის გზა, რომელიც აირჩია ოპოზიციამ, უპასუხისმგებლობაა მათი ამომრჩევლის მიმართ.

„რა თქმა უნდა, 9 პარტიას მისცა ამომრჩეველმა ხმა და სწორია რომ ოპოზიციური პარტიები თავის პოლიტიკურ დღის წესრიგს და ცხოვრებას მართავდნენ ცივილიზებულად საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებით, ვეთანხმებით ელჩს ამ ნაწილში და ზოგადად, ქუჩის გზა, როდესაც ამომრჩეველი ხმას და მანდატს გაძლევს, რომ პარლამენტში წარმოადგინო მათი ინტერესები, უპასუხისმგებლოა ხალხის მიმართ.

რაც შეეხება პარტიების დაფინანსების კანონპრეოექტს, მარტივი ლოგიკაა, ჩემთვის საერთოდ გაუგებარია, თუ არ მუშაობ, რატომ გაქვს მოლოდინი, რომ ბიუჯეტი, ხალხის ფული დაგაფინანსებს. კანონპროექტი აბსოლუტურად გამართული იყო სამართლებრივად და დავინახეთ სხვადასხვა სპეკულაციების საფრთხე და საბოლოო დამტკიცებამდე ამის გამო კანონი გადავუგზავნეთ ეუთო/ოდირსა და ვენეციის კომისიას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics