|
2020-12-22 22:22:18, 555 ნახვა
კომენტარი
დეკანოზი თეოდორე - ბოდიში უნდა მოვიხადოთ, რადგან არ ვიცით, რამდენი ადამიანი შეიძლება დაზარალებულიყო
„ბოდიში უნდა მოვიხადოთ, რადგან არ ვიცით, რამდენი ადამიანი შეიძლება დაზარალებულიყო“, - ამის შესახებ ვიდეო მიმართვის დროს დეკანოზ თეოდორე გიგნაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ საეკლესიო პირებიდან გრძელდებოდა საუბარი „ცრუპანდემიაზე“, რითაც ეკლესია ეურჩებოდა რეგულაციებს. „გრძელდებოდა საუბარი „ცრუპანდემიაზე“, ვეურჩებოდით სახელმწიფო რეგულაციებს. სხვათა შორის, სახელმწიფო რეგულაციებისადმი ურჩობა იყო ურჩობა საეკლესიო მმართველობის წინააღმდეგაც, იმიტომ, რომ ისინი თანამშრომლობდნენ. ჩვენ ვიცით მაგალითები, როდესაც ცალკეული სასულიერო პირები გამოდიოდნენ და საწინააღმდეგოს ამბობდნენ, მღვდელს საწინააღმდეგოს ეუბნებოდნენ, ეს იწვევდა რეგულაციების დარღვევას და, შესაბამისად, ხიფათში თავის შეყოფას. გასაგებია, რომ ღვთის გარეშე არც არაფერი არ მოხდება, მაგრამ განსაცდელში თავი არ უნდა შეყო. არ უნდა გამოსცადო უფალი შენი. ბოდიში იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით, რამდენი ადამიანი შეიძლებოდა, დაზარალებულიყო. მაგალითად, მე ვეუბნები მრევლს, რომ არაფერი დისტანცია, არაფერი ნიღაბი არ გაიკეთო. ჩვეულებრივად ვიყოთ. მე შემიძლია თვალი მივადევნო ამას რა ნაყოფი მოჰყვება? მაგალითად, ამან ვიღაცას გადასდო, მერე იმან ბებიას გადასდო, მერე ვიღაც გარდაიცვალა, დამძიმდა, დაინვალიდდა. შემიძლია ამას მივადევნო თვალი? არ შემიძლია. ბუნებრივია, ბოდიში უნდა მოვიხადო“, – განაცხადა დეკანოზ თეოდორემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)