|
2020-12-22 15:55:11, 586 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - მთავრობის მიერ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დაბალანსებული და გეგმაზომიერია
„მთავრობის მიერ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დაბალანსებულია", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს დაბალანსებული გადაწყვეტილებების მიღებისთვის, თუმცა ამავდროულად უნდა ითქვას, რომ პირველი და უმთავრესი არის ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. „მაგრამ არის ისეთი ფაქტორებიც, როგორიცაა ეკონომიკა, დასაქმება და იცით, რომ სავაჭრო სეგმენტი ძალიან დიდი დამსაქმებელია, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს და აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ ასეთი დაბალანსებული გადაწყვეტილება. რაც მთავარია, ეს არის გეგმაზომიერი გადაწყვეტილება", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე განმარტებით, სავაჭრო ცენტრების გახსნა და საახალწლო დღეებში მუშაობა იქნება დიდი პასუხისმგებლობის აქტი და პირველ რიგში, ეს პასუხისმგებლობა ხელისუფლებისაა. „ამავდროულად, თვითონ სავაჭრო სექტორიც მზადაა იტვირთოს ეს პასუხისმგებლობა. დარღვევების შემთხვევაში ძალიან მკაცრი ზომები იქნება გამოყენებული. ეს გადაწყვეტილება არ არის უპირობო და შეუქცევადი და როგორც კი პირველი ნიშნები გამოჩნდება, რომ რომელიმე სავაჭრო ობიექტი არღვევს არსებითად იმ შეზღუდვებს, რაზეც იყო საუბარი, სრული უფლება გვაქვს, რომ გამოვიყენოთ ჯარიმები, ასევე შეჩერების უფლება", - დასძინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)