21:23 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-21 16:09:11, 570 ნახვა

ეკონომიკა
აქ. ახლა - „თიბისიში“ უკვე შესაძლებელია ფულადი გზავნილებით უზრუნველყოფილი სესხის მიღება

თიბისიში სესხით სარგებლობა უკვე იმ მომხმარებლებსაც შეუძლიათ, რომლებსაც  სახელფასო ჩარიცხვები არ უფიქსირდებათ.

თუ მომხმარებელი საზღვარგარეთიდან გზავნილს სტაბილურად იღებს, შესაძლებლობა აქვს, უმოკლეს დროში დაიმტკიცოს სესხი და ის საკუთარი საჭიროებებისთვის გამოიყენოს.

ფულადი გზავნილებიდან მიღებული შემოსავლით უზრუნველყოფილი სესხის გამოყენება ნებისმიერი მიზნისთვისაა შესაძლებელი, მათ შორის: უძრავი ქონების ან ავტომობილის შესაძენად, სარემონტო ხარჯების დასაფარად, სწავლის დასაფინანსებლად, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის და სხვა.

ახალი ფინანსური პროდუქტით სარგებლობისთვის, მომხმარებელს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ფულადი გზავნილის არანაკლებ ხუთი ჩარიცხვა უნდა უფიქსირდებოდეს.

სესხის ეფექტური საპროცენტო  განაკვეთი 18.5%-დან  იწყება, რაც შეეხება დაფარვის ვადას, ის  სესხის მიზნობრიობიდან გამომდინარე, 4-დან 15 წლამდე განისაზღვრება.

დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/loan-secured-by-remittance-campaign





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
ყაზახეთმა და ევროკავშირმა ბრიუსელში არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი
სახახო დამცველმა ივანიშვილის რეჟიმის მიღებული დრაკონული და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები გააკრიტიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics