|
2020-12-21 15:56:19, 557 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მწვანე ენერგეტიკა გვქონდეს
„ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება არის ძალიან სერიოზული ამოცანა, რომელიც საქართველოს წლების განმავლობაში უდგას და ამ საკითხის უდიერად მოხსენიება ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე დასმულ შეკითხვას. „ქალბატონმა ნინო ჩხობაძემ დასვა სწორი და კორექტული შეკითხვა ამ თემაზე. ჩვენ გვაქვს 6-7 მარეგულირებელი სადგური, რომელსაც გააჩნია წყალსაცავი და შეუძლია, ზამთრისთვის წყლის შენახვა და აქვს რესურსი მოგვეშველოს, როდესაც დეფიციტური პერიოდი გვაქვს. ეს არის ძველი სადგურები, რომლებიც საბჭოთა პერიოდშია აშენებული და მათი რესურსი წლიდან წლამდე კლებულობს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახალი რეზერვუარიანი სადგური, რომელიც სარეზერვო სიმძლავრეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის, იყოს აშენებული. მცირე ჰესები, ქარის სადგურები და სხვა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მწვანე ქვეყანა ვიყოთ, მწვანე ენერგეტიკა გვქონდეს, მაგრამ სწორედ მარეგულირებელი ტიპის სადგურები განამტკიცებს ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას," - განაცხადა ნათია თურნავამ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)