|
2020-12-21 13:47:55, 522 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - მომდევნო წლებში, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაციისაკენ
ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღების და ეკონომიკური აქტივობის აქტიური მხარდაჭერის პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება პოსტკრიზისულ პერიოდში ტურიზმის აღდგენისა და ხარისხობრივი განვითარების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას განაცხადა. მან ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომლებსაც მიმართა საქართველოს მთავრობამ ტურიზმის, როგორც კოვიდ-19 პანდემიის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ინდუსტრიის, დასახმარებლად. „მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელი კვლავაც იქნება ძალიან დაძაბული და გამოწვევებით აღსავსე ტურიზმისთვის და აღნიშნული სექტორის აღდგენა მოხდება საშუალო ვადიან პერსპექტივაში და არა მყისიერად, ჩვენ აქ საკმაოდ წელგამართულები ვართ. პირველ რიგში, ჩვენმა ტურისტულმა ობიექტებმა შეიძინეს უნიკალური გამოცდილება, თუნდაც იგივე საკარანტინე პროგრამის ფარგლებში, როგორ ემსახურონ თავის სტუმრებს არამარტო კომფორტულად, არამედ უსაფრთხოდ და ეს კვლავაც აქტუალური იქნება უახლოეს პერიოდში”,- განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, მომდევნო წლებში, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება პანდემიამდე არსებული შედეგების აღდგენაზე, ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაციასა და ტურისტული ნაკადებისა და მომსახურების ხარისხობრივ გაუმჯობესებაზე. ტურიზმის განვითარების პოლიტიკის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება ბიზნესის მხარდაჭერა მაღალი ხარისხის სერვისების შეთავაზებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში უფრო მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვას. მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა ორ საერთაშორისო ღონისძიებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. მათ შორის, 2023 წელს, საქართველო, მასპინძელი ქვეყნის სტატუსით, წარდგება მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან ტურისტულ გამოფენაზე - ITB Berlin 2023. ასევე, 2023 წელს, საქართველო უმასპინძლებს თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)