|
2020-12-21 12:27:44, 627 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - გატარებულმა რეფორმებმა და ბიზნესის მხარდამჭერმა პროგრამებმა გარე ბაზრებზე ქართული ექსპორტის კონკურენტუნარიანობა გააძლიერა
ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი სტრუქტურული გამოწვევის - მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობა კვლავ აქტიურად გააგრძელებს შესაბამის ღონისძიებების გატარებას ქართული ექსპორტის ზრდისა და დივერსიფიკაციის მიმართულებით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ნათია თურნავას ინფორმაციით, ამ მიმართულებით, მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი. „წინა პერიოდში ამ თვალსაზრისით გატარებულმა რეფორმებმა და განსაკუთრებით მხარდამჭერმა პროგრამებმა, გამოიწვია ის, რომ ჩვენი ექსპორტი საკმაოდ კონკურენტუნარიანია გარე ბაზრებზე და 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად და ზოგადად ეკონომიკური დაღმასვლისა, ქართული ექსპორტი აჩვენებდა გარკვეულ პერიოდში ორნიშნა ზრდის ტენდენციებს, რაც თავისთავად იმაზე მეტყველებს, რამდენად გაძლიერებულია ჩვენი ექსპორტის კონკურენტუნარიანობა. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, გაგრძელდება მეწარმეებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა და არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების პოტენციალის ათვისება, რომლის ფარგლებშიც მეწარმეებს ხელი შეეწყობათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წარმოების და სისტემების განვითარებაში ახალი ბაზრების მოძიების მიზნით.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)