17:28 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-20 18:05:03, 547 ნახვა

პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - თვის ბოლოს გაიმართება პარტიის ყრილობა, სადაც დამტკიცდება „ენმ-ს“ ახალი თავმჯდომარე

„თვის ბოლოს გაიმართება პარტიის ყრილობა, სადაც დამტკიცდება „ენმ-ს“ ახალი თავმჯდომარე“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარეობის ორი კანდიდატია - ნიკა მელია და ლევან ვაშალომიძე.

„დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე გაიმართა სხდომა და მისმა წევრებმა თავმჯდომარეობის კანდიდატები თვითონ დაასახელეს. საბოლოოდ გამოვლინდა ორი კანდიდატი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს კენჭისყრაში. ესენი არიან ნიკა მელია და ლევან ვაშალომიძე.

სავარუდოდ თვის ბოლოს გაიმართება პარტიის ყრილობა, სადაც დამტკიცდება „ენმს“ ახალი თავმჯდომარე. სანამ ეს მოხდება ამ მოვალეობას ასრულებს კობა ნაყოფია და ნიკა მელია. რაც შეეხება ფასილიტატორებს მათთან მოლაპარაკებები გრძელდება“, - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics