17:29 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-19 14:15:42, 678 ნახვა

პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - როგორც ფასილიტატორი ვხედავ, რომ მოლაპარაკების კარი დახურვას იწყებს, რაც სამწუხაროა

„როგორც ფასილიტატორი ვხედავ, რომ მოლაპარაკების კარი დახურვას იწყებს, რაც სამწუხაროა“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტიის მიერ კვირის დასაწყისში წარდგენილი ორი კანონპროექტი შეშფოტებას იწვევს.

„როგორც იცით, კვირის დასაწყისი ძირითადად საპარლამენტო მანდატების გაუქმებას შეეხებოდა. რასაც მოჰყვა მართველი პარტიის მხრიდან ორი კანონპროექტის წარდგენა. ერთი, პარტიის რეგისტრაციის მოხსნისა და მეორე, პარტიის დაფინანსების შესახებ. ეს ინიციატივები არ უწყობს ხელს პროცესს და შეშფოთებას იწვევს.

ვერ ვხედავ, რომ ახლა არის მომენტი განსხვავებული მხარეები დასხდებიან და სრულყოფილი განხილვა იქნება, რაც მაწუხებს როგორც ფასილიტატორი ვხედავ, რომ კარი დახურვას იწყებს, რაც სამწუხაროა“, - განაცხადა ჰარცელმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics