16:24 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-18 23:37:34, 618 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის „ევროპულ საქართველოსთან“ და „ლელოსთან“ კონსულტაციებს გადის

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის „ევროპულ საქართველოსთან“ და „ლელოსთან“ კონსულტაციებს გადის.

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხდა.

„მე მინდა დაგიდასტუროთ, რომ მე ვარ კონსულტაციებში ევროპულ საქართველოსთან, ლელოსთან, სხვა პოლიტიკურ ძალებთან, ერთ საკითხთან დაკავშირებით - ეს არის როგორ იქნას მიღწეული ახალი საპარლამენტო არჩევნები და როგორ არ დაზარალდეს დემოკრატია და ჩემი სამშობლო არ დაუბრუნდეს საქართველოს მაგივრად, საქართველო სსრ არ გახდეს ისევ. ამასთან დაკავშირებით ვარ კონსულტაციებში. ამას ერთმნიშვნელოვნად გიდასტურებთ.

ჩემს პოლიტიკაში ჩართვაზე საარჩევნო კონტექსტში, არ მისაუბრია. არა იმიტომ რომ ეს რაიმე ტაბუირებული თემაა, იმიტომ რომ ახლა, არ არის ამის დრო. მაგრამ გიდასტურებთ, რომ მათ ველაპარაკები, მაგრამ სხვა თემაზე, ამაზე არ მისაუბრია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics