|
2015-09-29 13:35:54, 862 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ დანელიას მტკიცებით, ღვინის ექსპორტი სამჯერ გაიზარდა, კომპანიებში კი შემცირებაზე საუბრობენ
ოთარ დანელიას ბრიფინგს ქართული ღვინის კომპანიები გამოეხმაურნენ. ისინი წლევანდელი შედეგით უკმაყოფილონი არიან. მათგან განსხვავებით რეალიზაციის ზრდაზე გააკეთა აქცენტი სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე. მისი ქმით, ქართული ღვინის ექსპორტმა 2015 წლის დასაწყისთან შედარებით 3-ჯერ მოიმატა. „2015 წლის 28 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 23,3 მლნ (0,75ლ) ბოთლი ღვინო. აქედან, მხოლოდ სექტემბრის თვეში ექსპორტზე გავიდა 3,5 მლნ ბოთლი, რაც მიმდინარე წლის ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელია“, - განაცხადა ოთარ დანელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე. მისივე განმარტებით, ექსპორტიორი ქვეყნების ძირითადი ხუთეულია: რუსეთი 12,1 მლნ ბოთლი, ყაზახეთი 3,4 მლნ ბოთლი, უკრაინა 1,9 მლნ ბოთლი, ჩინეთი 1,4 მლნ ბოთლი, პოლონეთი 1,1 მლნ ბოთლი. ღვინის კომპანიებმა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას“ აღნიშნეს, რომ ორ ძირითად ბაზარზე, რუსეთსა და უკრაინაში ეკონომიკური კრიზისის ფონზე შარშანდელთან შედარებით, გაყიდვები თითქმის გაუნახევრდათ. “15 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილნი. ზოგადად ყველა ქვეყნის იმპორტი არის შემცირებული რუსეთთან და უკრაინასთან მიმართებაში. შარშანდელთან შედარებით გაყიდვები წელს საშუალოდ დაახლოებით 43- 44 % შემცირდა. ეს არის გამოწვეული მხოლოდდამხოლოდ საგარეო ფაქტორით. რაც ნიშნავს, რუსეთსა და უკრაინას შორის წელიწადნახევრიანი არასტაბილურ ურთიერთობას. ეს გამოიხატება საომარი მდგომარეობით. ეს კი გავლენას ახდენს ეკონომიკურ ვითარებაზე, რომელიც პირდაპირ ისახება შიდა საკურსო პოლიტიკაზე. ვალუტა გაუფასურდა და ხელფასები დარჩა იგივე, მსყიდველუნარიანობა არის დაცემული“, - აცხადებს ღვინის კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ დირექტორი ზურაბ ჩხაიძე. ექსპორტის კლებაზე საუბრობენ „თბილღვინოშიც“. კომპანიის დირექტორის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, შარშანდელთან შედარებით გაყიდვა 20 % შეუმცირდათ. რეალიზაციის მკვეთრი ვარდნა ამ შემთხვევაშიც ორ დიდ ბაზარზე, რუსეთსა და უკრაინაში არსებული ეკონომიკური კრიზისით არის გამოწვეული.
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)