|
2020-12-18 12:25:38, 587 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორის ვიზიტი დაიწყო
ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის დირექტორის ვიზიტი დაიწყო. როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის კოვიდმართვის პროგრამების, მისი შეფასებისა და შედგომი სტრატეგიული დაგეგმარების კუთხით. „როგორც გუშინ ჩვენი მოქალაქეებისა და მედიისთვის ცნობილი გახდა, დღეს დაიწყო საკმაოდ მნიშვნელოვანი ვიზიტი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის ოფისის დირექტორის, ჰანს კლუგეს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ქვეყნის ჯანდაცვის პროგრამების დირექტორის, ნინო ვერძულის ვიზიტი საქართველოში. ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის როგორც კოვიდმართვის პროგრამების, მისი შეფასებისა და შემდგომი სტრატეგიული დაგეგმარების კუთხით. ასევე ყველა იმ დაგეგმილი და განსახორციელებელი რეფორმების შეფასების კუთხით, რომელიც ქვეყანაშია დაგეგმილი. ჩვენ დღეს გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობდა კოვიდ პანდემიასთან ბრძოლა საქართველოში. ამასთან დაკავშირებით დეტალურად ვისაუბრეთ. ასევე, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოენახულებინათ ჯანმრთელობის სამინისტროში დაარსებული ახალი ონლაინ კლინიკა, რომელიც ჩართულია კოვიდ პანდემიასთან ბრძოლაში ოჯახის ექიმების კუთხით. ეს ვიზიტი გაგრძელდება 5 დღე და სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ როგორც კლინიკური სასტუმროები, ასევე ჰოსპიტალური სექტორი. გაეცნონ იქ მიმდინარე პროცესებს. ასევე, დეტალურად შეისწავლონ პირველადი ჯანდაცვის კომპონენტი, თუ როგორ არის კოვიდმართვაში ჩართული. ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია ვაქცინაციის კომპონენტის გაძლიერებისა და კომუნიკაციის დაგეგმვის კუთხით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)