|
2020-12-15 18:07:20, 555 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების სისტემა ეკონომიკური ეფექტით უთანაბრდება მოგების გადასახადის რეფორმას
დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების სისტემა ეკონომიკური ეფექტით უთანაბრდება მოგების გადასახადის რეფორმას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა, რომელიც „საქართველოს მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს" ფარგლებში გაიმართა. მისი თქმით, დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების სისტემის გამართვა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და 2019 წელს 2016 წელთან შედარებით დაბრუნებული გადასახადები თითქმის გაოთხმაგდა. „ამ მხრივ, 2020 წელი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. დღეს ჩვენ გვაქვს სრულად ავტომატიზებული დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების სისტემა, როდესაც მეწარმეს მოთხოვნის გარეშე უბრუნდება მისი კუთვნილი ზედმეტობა. ავტომატური დაბრუნების სისტემით, პირველივე თვეში ისარგებლა 10 000-ზე მეტმა გადამხდელმა და დაბრუნდა 165 მლნ ლარზე მეტი. ახალი სისტემა, უზრუნველყოფს ბიზნესისთვის ასობით მილიონი ლარის ფინანსურ აქტივზე შეუფერხებელ წვდომას", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)