15:41 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-14 10:10:16, 485 ნახვა

სამართალი
პოლიციამ თეთრიწყაროში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1938 წელს დაბადებული ო.ა. დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-მ განუცხადა.

„დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, თეთრიწყაროში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, მეუღლეს - 1933 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აცხადებენ უწყებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics