|
2015-01-29 16:13:08, 930 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: პაკეტის დროული იმპლემენტაცია ალიანსში გაწევრიანებასთან დაგვაახლოვებს
„ნატო–საქართველოს“ გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტის დროული და ეფექტური იმპლემენტაცია, ალიანსში გაწევრიანებასთან დაგვაახლოვებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო–ს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდრ ვერშბოუსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ღარიბაშვილის შეფასებით, ვერშბოუს საქართველოში ვიზიტი, ნატო-ს მიერ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებაა. „ვერშბოუ გვეწვია თბილისში, ეს კი იმის გამოხატულებაა, რომ ჩვენ გვაქვს მტკიცე, მკაფიო მხარდაჭერა ნატო–სგან და ნატოს წევრი ქვეყნებისგან. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია, ეს არის ჩვენი, ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანი და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ამ საბოლოო მიზანს მივაღწიოთ. ჩვენ უაღრესად ვაფასებთ ალიანსის მხარდაჭერას, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ნატო–ს ქმედით ჩართულობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არ აღიარების პოლიტიკაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, უელსის სამიტზე მიღებული პაკეტი დროულად და ეფექტურად განხორციელდეს. „ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. გვაქვს სრული მზაობა და მობილიზება. ვართ მჭიდრო თანამშრომლობაში ნატო–ს ცენტრალურ ოფისთან და ნატოს წევრ ქვეყნებთან. მინდა ვერშბოუს მადლობა ვუთხრა იმ წვლილისთვის, რომელიც პირადად მას აქვს შეტანილი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და კონკრეტულად პაკეტის განხორციელებაში“, – განაცხადა პრემიერმა. ღარიბაშვილის ინფორმაციით, ვერშბოუსთან შეხვედრაზე მათ რეგოინში არსებული სიტუაცია და საქართველოში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითრება განიხილეს.
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)