|
2020-12-11 19:26:19, 589 ნახვა
კომენტარი
ზურაბ ჯაფარიძე - რთული წარმოსადგენია, თუმცა მოლაპარაკებების მაგიდაზე შეიძლება ბევრი რამ მოხდეს
„რთული წარმოსადგენია, თუმცა მოლაპარაკებების მაგიდაზე შეიძლება ბევრი რამ მოხდეს“, - ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. ის ასევე გაყოფილი „გირჩის“ მეორე მხარის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისინი მოლაპარაკებების დასრულებას ელოდებიან. „განცხადება, რაც ვნახე დაახლოებით იგივეა, რაც რამდენიმე პარტიამ გააკეთა - ელოდებიან მაინც მოლაპარაკებების პროცესს და თუ ამ პროცესზე გაირკვა, რომ პარლამენტში არ შედის ოპოზიცია, იგივე პროცედურებს გაივლიან. რთულად წარმომიდგენია, თუმცა პატარა შანსს ვიტოვებ. ერთია, როცა კობახიძე გამოდის და რაღაც განცხადებებს აკეთებ და მეორე, მოლაპარაკებების მაგიდაზე რა შეიძლება გადაწყდეს. თუ დღევანდელმა სურათმა რაიმე შეაგნებინა ქართულ ოცნებას — მოლაპარაკებების მაგიდაზე ისეთ პაკეტზე უნდა განაცხადონ თანხმობა, რომელიც არსებითად ითვალისწინებს ძალაუფლების დათმობას, იმიტომ, რომ მათ არჩევნების შედეგად უნდა დაეთმოთ ძალაუფლება“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)