|
2020-12-11 14:32:44, 588 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი - არ მეგონა, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა საქართველოს ერთპარტიულ პარლამენტს აკადრებდა
„არ მეგონა, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა საქართველოს ერთპარტიულ პარლამენტს აკადრებდა“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ესაა ერთპარტიულობის საცოდავი მცდელობა. „დღეს მართლა მძიმე დღე არის. დღე, რომელიც არასასიამოვნოდ შევა ჩვენს ისტორიაში, ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანისთვის წარმოუდგენელია იყო მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გამოვდიოდით და დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველოსთვის ვიბრძოდით, რომ ასეთი რამე შეიძლება მომხდარიყო 30 წლის თავზე, რომ საქართველოში შემდგარიყო ერთპარტიული პარლამენტი და სიმძიმე ამ დღის. სიმძიმე ამ დაცემის, რომელიც დღეს ხდება, ჩვენი სახელმწიფოებრივობისთვის ხდება, მე ვფიქრობ, ძალიან მძიმე და ბოლომდე გასააზრებელია. წარმოუდგენელია, რომ თავისუფლების მოყვარე ერს, რომელსაც მრავალჟამიერი იდენტობის ფუნდამენტად გაუხდია, დამოუკიდებლობიდან 30 წლის თავზე გაებედა ვინმეს, რომ ერთპარტიული პარლამენტი შედგებოდა. არ მეგონა, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა საქართველოს ერთპარტიულ პარლამენტს აკადრებდა. ესაა საცოდავი მცდელობა ერთპარტიულობის“, - განაცხადა მარგველაშვილმა „ტვ.პირველთან“.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)