|
2020-12-11 12:00:36, 505 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - არაჯანსაღი ოპოზიციური პარტიების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში საპარლამენტო მუშაობას ოპოზიციის დიდი ნაწილი შემოუერთდება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ჯანსაღ და არაჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებს შორის ზღვარი გაივლოს. „დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. დღეს შედგება მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა და იწყება ახალი, 4-წლიანი პოლიტიკური ციკლი. დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს დღეებში ოპოზიციის დიდი ნაწილი შემოუერთდება საპარლამენტო მუშაობას. მნიშვნელოვანია ის, რომ საბოლოო ჯამში გაივლოს ზღვარი ჯანსაღ და არაჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებს შორის. არაჯანსაღი პოლიტიკური პარტიების ადგილი საქართველოს პარლამენტში და ქართულ პოლიტიკაში არ არის. ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს უნდა მიეცეს იმის შანსი, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)