|
2020-12-11 09:55:47, 497 ნახვა
პოლიტიკა
ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების შეძენისთანავე მთავრობა უფლებამოსილებას იხსნის
მე-10 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების შეძენისთანავე მთავრობა უფლებამოსილებას იხსნის და პრემიერის არჩევამდე მოვალეობის შესრულებას განაგრძობს. ახალარჩეული პარლამენტის მხრიდან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურები საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლითაა განსაზღვრული. მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში პარლამენტი ნდობას არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას უცხადებს. ამასთან, კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, პარლამენტს სამთავრობო პროგრამა წარედგინება. ნდობის მისაღებად პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობას არ გამოუცხადებს, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს სამი კვირის ვადაში დაითხოვს პარლამენტს და პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)