|
2020-12-10 18:21:43, 590 ნახვა
პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო თანამდებობებზე კანდიდატები დაასახელა
„ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო თანამდებობებზე კანდიდატები დაასახელა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მე-10 მოწვევის პარლამეტის თავმჯდომარის კანდიდატურას არჩილ თალაკვაძე დაიკავებს, ხოლო თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტს კი გიორგი ვოლსკი. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები კახა კუჭავა, რომელიც საგარეო მიმართულებებით იმუშავებს და დავით სერგეენკო იქნებიან. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე იქნება, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კი მამუკა მდინარაძე. იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ანრი ოხანაშვილი, ადამიანთა უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს კი მიხეილ სარჯოლაძე ჩაიბარებს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი ბერაია იქნება წარდგენილი, საპროცედურო საკითხთა და წესდების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი იქნება. რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს სოზარ სუბარი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ირაკლი კოვზანაძე, ხოლო დარგობრივ-ეკონომიკურ კომიტეტს კი დავით სონღულაშვილი ჩაიბარებს. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე იქნება. დასახელებულ კანდიდატებს კენჭს ახალი მოწვევის პარლამენტი ხვალ პირველ სხდომაზე უყრის.
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)