|
2020-12-10 17:10:47, 936 ნახვა
სამხედრო
საქართველო „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თავდაცვის 2020 წლის ანტიკორუფციული ინდექსით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საუკეთესო ხუთეულშია
საქართველო „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თავდაცვის 2020 წლის ანტიკორუფციული ინდექსით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საუკეთესო ხუთეულშია. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ კვლევაში, საქართველო მესამე ადგილზეა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და ასევე მესამე ადგილზეა ყველა სხვა გამოკვლეული რეგიონების მასშტაბითაც. (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა; შუა აღმოსვლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა; დასავლეთი და ცენტრალური აფრიკა;) „კვლევაში პირველ ადგილზეა ლატვია 67-ე ქულით, მეორეზე გავიდა ჩრდილოეთ მაკედონია 62 ქულით, მესამე ადგილზე კი გავიდა საქართველო 60 ქულით. კვლევაში არსებული კონკრეტული პარამეტრების მიმართულებით, სახელმწიფო თავდაცვის კეთილსინდისიერების ინდექსის მიხედვით, საქართველო პოლიტიკის ნაწილში გავიდა მე-3 ადგილზე, ფინანსების ნაწილში მე-6 ადგილზე, პერსონალის ნაწილში გავიდა მე-2 ადგილზე. ოპერაციულ კატეგორიაში გავიდა მე-2 ადგილზე. შესყიდვების ნაწილში გავიდა მე-6 ადგილზე. მთლიანობაში კი საქართველო საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. აღნიშნულ კატეგორიაში შედიან ნატო-ს ისეთი წევრი ქვეყნები როგორიცაა პოლონეთი, ესტონეთი, ლიეტუვა და სხვა. ამავდროულად, ანგარიშის თანახმად საქართველოში თავდაცვის სფეროში ანტიკორუფციული ინდექსის მაჩვენებელი რეგიონის სხვა, მათ შორის ნატოს წევრ ქვეყნებზე უკეთესია. აღსანიშნავია, რომ არსებულ გამოწვევებთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს ძლიერ მხარედ არის შეფასებული თავდაცვის სფეროში ინფორმაციის თავისუფლება და მისი დროული გაცემა, რაც დემოკრატიული პრინციპების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების განუხრელად და სრულად დაცვის მკაფიო მაგალითია“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)